VIDEO: სრული რეაბილიტაცია! – ბორჯღალოსნებმა ნიდერლანდები 72:10 დაამარცხეს

რაგბის ევროპის ჩემპიონატზე, პორტუგალიასთან დაფიქსირებული მოულოდნელი ფრის შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მეორე ტურში ნიდერლანდების ნაკრებს ესტუმრა და შეიძლება ითქვას, რომ სრული რეაბილიტაცია გაიარა.

როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრაში უპირობო ფავორიტად „ბორჯღალოსნები“ მოიაზრდებოდნენ და ლევან მაისაშვილის ბიჭებმა სტატუსი თამაშის შედეგშიც ასახეს. საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს 12 ლელო დაუდო და გამანადგურებელი ანგარიშით, 10:72 გაიმარჯვა.

მატჩი თავიდანვე ქართველი მორაგბეების უპირატესობით დაიწყო და უკვე მე-8 წუთზე პირველი ლელოც ვიხილეთ. შალვა მამუკაშვილის ბრწყინვალე მოქმედების შემდეგ მეტოქის ნახევარზე ბურთი ოთარ გიორგაძემ დაალელოვა. ზუსტად ხუთ წუთში, აკა ტაბუცაძემ ლაშა ხმალაძის შორეული გასროლა კარგად გამოიყენა და ბრწყინვალე სპრინტის ხარჯზე მეტოქეს მეორე ლელო დაუდო – 0:10. 

ამას მოყვა მასპინძლების სასარგებლოდ დანიშნული საჯარიმო დარტყმა, რომელიც ნიდერლანდელებმა ზუსტად შეასრულეს და სხვაობა 7-ქულამდე შეამცირეს.

25-ე წუთზე ახალგაზრდა ლუკა ჯაფარიძემ ბრწყინვალედ გაიარა მეტოქის ბარიერი და ჩვენი გუნდის სახელზე მესამე ლელო დადო, რასაც თედო აბჟანდაძის მიერ ზუსტად შესრულებული გარდასახვაც მოყვა – 3:17.

29-ე წუთზე უკვე ვასკა ლობჟანიძის ჯერიც დადგა. ჩვენმა 9 ნომერმა ბრწყინვალე სოლორეიდით მეტოქის რამდენიმე მორაგბე ჩამოიცილა და მეტოქის 5-მეტრიანთან მისულს ლელოს დადება აღარ გასჭირვებია, თედო აბჟანდაძის ზუსტად შესრულებული რეალიზაციის შემდეგ კი ანგარიში 3:24 გახდა.

ტაიმის ბოლო ლელო გულშემატკივარმა 39-ე წუთზე იხილა. მარცხნიდან, მარჯვენა ფლანგზე ბრწყინვალედ გაშლილი შეტევა ზუსტად აკა ტაბუცაძემ დაასრულა და შესვენებაზე ბორჯღალოსნები 26-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ – 3:29.

მეორე ნახევარში მაყურებელმა კიდევ 8 ლელო იხილა, აქედან 7 ქართველების, 1კი ნიდერლანდელების შესრულებით. ტაიმის დებიუტშივე, ოთარ გიორგაძემ მატჩის მეორე ლელო დადო. ახალგაზრდა „ბორჯღალოსანმა“ ბრწყინვალე მოქმედებით მეტოქეს დაცვის შანსი არ დაუტოვა – 3:36.

ნიდერლანდელმა მორაგბეებმა პრესტიჟის ლელოს დადება 49-ე წუთზე შეძლეს. მეტოქემ ჩვენი ბიჭების შეცდომით კარგად შეამცირეს და ანგარიში მცირედით შეამცირეს – 10:36. აღნიშნული ეპიზოდი დღევანდელ შეხვედრაში იყო უკანასკნელი, როდესაც ნიდელრანდელებმა ქულისკენ გაიწიეს. დარჩენილ დროში „ბორჯღალოსნები“ მეტოქის ნახევრიდან ფაქტობრივად არ გამოსულან.

ნიდერლანდელების ლელოდან ზუსტად ორ წუთში საქართველოს ნაკრებმა მორიგი ლელო დადო, თავი ამჯერად თორნიკე ჯალაღონიამ გამოიჩინა, რასაც თედო აბჟანდაძის მიერ ზუსტად შესრულებული გარდასახვა მოყვა – 3:43, მალევე კი ვასკა ლობჟანიძემ ქართველი მორაგბეების უპირატესობა თედოს გარდასახვის დახმარებით 47-ქულამდე გაზარდა – 10:50.

ქართველების მორიგი ლელო 61-ე წუთზე დაიდო. ოთარ გიორგაძემ მეტოქეს ჰეთ-თრიკი შეუსრულა, რის შემდეგაც ანგარიში 3:57 გახდა. მალევე, „ბორჯღალოსნებმა“ მეტოქეს მე-10 ლელო დაუდეს, თავი ამჯერად მოედანზე რამდენიმე წამის შემოსულმა მირიან მოდებაძემ გამოიჩინა – 10:62.

მატჩის უკანასკნელი ორი ლელო ლელო საქართველოს ნაკრებმა 74-ე და 82-ე წუთებზე გიორგი ჭყოიძემ დადო, რომელმაც ნიდერლანდელების განადგურებას წერტილი დაუსვა და საბოლოო ანგარიში, 10:72 დააფიქსირა.