ნინი ნებიერიძე გარდაცვლილ მეუღლეს, ბიზნესმენ თემურ უგულავას ემოციური პოსტით ემშვიდობება
1782766445
ნიდერლანდების ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებას 1/16 ფინალიდან გამოეთიშა.
ნიდერლანდელები ყველასთვის მოულოდნელად მაროკოს ეროვნულ ნაკრებთან დამარცხდნენ.
შეხვედრის 72-ე წუთზე კოდი გაკპომ ანგარიში გახსნა და ნიდერლანდელები წინ გაიყვანა. მაროკოელები წაგების ზღვარზე იყვნენ, როცა მატჩის დამატებით დროში ისა დიოპმა ზუსტი თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.
მატჩის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა, რომლის შემდეგაც დამატებითი 15-წუთიანი ტაიმები დაინიშნა. დამატებითი დრო უგოლოდ დასრულდა და პენალტების სერია დაინიშნა. მატჩის შემდგომ პენალტებში მაროკოელებმა ყველასთვის მოულოდნელად ნიდერლანდელებს სძლიეს და 1/8 ფინალში გავიდნენ.
1/8 ფინალში მაროკოს მეტოქე კანადის ეროვნული გუნდი იქნება.