ნინი ნებიერიძე გარდაცვლილ მეუღლეს, ბიზნესმენ თემურ უგულავას ემოციური პოსტით ემშვიდობება
1782766445
„Gabriadze Wonders Station“-ის პრეზენტაცია სიმბოლურად რეზო გაბრიაძის დაბადების დღეს გაიმართა. ახალი სივრცე კონცერტებს, შემოქმედებით საღამოებსა და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს უმასპინძლებს.
„რეზო გაბრიაძე ქართული კულტურისა და ხელოვნების ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მოვლენაა. მან შექმნა ერთი შეხედვით კამერული, მშვიდი სამყარო, რომელიც სინამდვილეში უნივერსალური და გლობალურია. კინოში, თეატრში, მხატვრობასა და ხელოვნების სხვა სფეროებში რეზო გაბრიაძემ წარუშლელი კვალი დატოვა. ამავდროულად, თბილისს აჩუქა ადგილი, რომელიც მსოფლიოსთვის საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობად სიმბოლოდ იქცა.
რეზო გაბრიაძე დღეს 90 წლის გახდებოდა. ბედნიერებაა, რომ მისი თანამედროვეები ვიყავით“, - განაცხადა თინათინ რუხაძემ.
ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.