გაზის მიწოდება 34 საათით შეწყდება - ნახეთ მისამართები და დეტალური ინფორმაცია
1793904081
ნეაპოლში, სადაც "ნაპოლის" მიერ იტალიის ჩემპიონობას ზეიმობდნენ, ტრაგედია მოხდა.
იტალიური მედიის ცნობით, ინციდენტი ზეიმის დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლას მოჰყვა.
სკუდეტოს მოპოვების აღნიშვნისას 26 წლის მამაკაცი დაიღუპა.
სროლის შედეგად დაშავდა კიდევ სამი ადამიანი, 26 წლის ქალი და 24 და 20 წლის ორი ახალგაზრდები, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, საქმეს კარაბინიერები იძიებენ.
ცნობისთვის, „ნაპოლი“ 33-წლიანი პაუზის შემდეგ იტალიის ჩემპიონი გახდა, რაშიც ხვიჩა კვარაცხელიამ დიდი წვლილი შეიტანა. ცნობილმა გამოცემა Corriere Dello Sport-მა „ნაპოლის“ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ ქართველი დაასახელა.