ნახეთ, რას წერს კახა კალაძე ხვიჩა კვარაცხელიაზე

კვარა

ისტორიაში მესამედ და 33 წლის შემდეგ პირველად, ,,ნაპოლი" იტალიის ჩემპიონია.

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სერია A-ს 33-ე ტურის მატჩში „უდინეზეს“ ესტუმრა. ნეაპოლელებს ჩემპიონობის ოფიციალურად გასაფორმებლად ამ შეხვედრაში ერთი ქულა სჭირდებოდათ. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და „ნაპოლი“ სერია A-ს დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე იტალიის ჩემპიონი ოფიციალურად გახდა.

ამ ისტორიულ გამარჯვებას, დედაქალაქის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება:

„Forza Kvara! 

გილოცავ, ჩემპიონო!“,- წერს კახა კალაძე და კვარას ფოტოს აქვეყნებს.