„ნაპოლი“ კვარაცხელიას ანაზღაურებას გაუზრდის“ - იტალიური პრესა

kvaracxelia

ხვიჩა კვარაცხელიას თამაშმა მთელი საფეხბურთო სამყარო აალაპარაკა და ალბათ გასაკვირი არ არის, რომ პრესისა და ქომაგების გარდა, მისით დაინტერესებული ევროპული გრანდებიც არიან.

იტალიური Calciomercato წერს, რომ კვარაცხელიას ინტერესი „ლივერპულისა“ და „მანჩესტერ სიტის“ აქვთ და მას თვალს აქტიურად ადევნებენ.

წყაროს ცნობით, „ნაპოლის“ გეგმებში კვარას სეზონის ბოლოს გაყიდვა არ შედის და ნეაპოლელები მაქსიმალურად შეცდებიან, ის შეინარჩუნონ.  საამისოდ, კლუბი კვარაცხელიას გაუმჯობესებულ ხელფასს შესთავაზებს და იმედოვნებს, რომ ქართველი ფეხბურთელი ამას დათანხმდება.

იტალიური გამოცემა წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ამჟამინდელი ხელფასი წლიურად 1,2 მილიონი ევროა, დე ლაურენტისი კი მას ახალი სეზონისთვის 2,5 მილიონს შესთავაზებს, ბონუსების დამატებით კი ჯამში 3 მილიონი გამოვა.

ნეაპოლელთა პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ამ ქმედებით კვარაცხელიას დაყოლიებას შეძლებს. ჯერჯერობით, რთული სათქმელია, რამდენად სერიოზულია ინგლისელების ინტერესი, თუმცა, „სიტიც“ და „ლივერპულიც“ ბრძოლაში სერიოზულად ჩაებმებიან. სავარაუდოა, რომ ისინი მარტივად გადაფარავენ „ნაპოლის“ შეთავაზებებს და მათი გაცილებით შთამბეჭდავი იქნება.