ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ნეაპოლში დოკუმენტურ ფილმს იღებენ

ხვიჩა კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ნეაპოლში დოკუმენტურ ფილმს იღებენ, ამის შესახებ იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი იტყობინება.

„ნაპოლიმ“ ზაფხულში ახალგაზრდა ქართველის შეძენით ძალიან გარისკა, ხვიჩამ კი მოლოდინს გადააჭარბა დაპირველ 10 შეხვედრაში 5 გოლი და 5 საგოლე პასი მიითვალა, „კვარა“ გაჩერებას არ აპირებს.

21 წლის გარემარბის შესახებ მალე დოკუმენტურ ფილმს ვიხილავთ, სადაც ხვიჩას ნეაპოლურ ცხოვრებასა და ადგილობრივ გულშემატკივართან ურთიერთობაზე ისაუბრებს. ქართველი ჟურნალისტი და კრეატიული დირექტორი სალომე ბენაშვილი უკვე ნეაპოლშია და გადაღებებს უძღვება.

ფილმი, სავარაუდოდ ნოემბრის დასაწყისში გამოვა.“ - წერს გამოცემა.