1740687768
„ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას დასჯას აპირებს - რა ინფორმაცია ვრცელდება იტალიურ მედიაში

„ბარსელონასთან“ მატჩში, ნაადრევად შეცვლასთან დაკავშირებული პროტესტის გამო, ნაპოლის პრეზიდენტი ხვიჩა კვარაცხელიას დასჯის. ამის შესახებ იტალიურ მედიაში აქტიურად იწერება.
როგორც Il Mattino წერს, საუბარია როგორც ფულად ჯარიმაზე, ისე 1 მატჩით სათადარიგოთა სკამზე გადაჯდომაზე.
მათივე ცნობით, კვარაცხელიას ქმედება არც აურელიო დე ლაურენტისს მოეწონა.
აქედან გამომდინარე არის შანსები, რომ კვარაცხელიამ „კალიარისთან“ მატჩი თადარიგიდან დაიწყოს. მატჩი 25 თებერვალს 18:00 საათზე დაიწყება.