1782113410
მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი საფრანგეთი ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩში ერაყის ნაკრებს შეხვდება
მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი საფრანგეთის ეროვნული ნაკრები ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩში ერაყის ნაკრებს დაუპირისპირდება.
დიდიე დეშამის გუნდმა წინა ტურში სენეგალი ორ ბურთიანი სხვაობით 3:1 დაამარცხა და მიმდინარე მუნდიალზე პირველი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში.
მიუხედავად ვარსკვლავური შემადგენლობისა, ფრანგებმა თამაშში გარდამტეხი უპირატესობის მოპოვება შეხვედრის მეორე ნახევარში შეძლეს, მატჩის გამორჩეული მოთამაშე კილიან მბაპე გახდა, რომელმაც დუბლი შეასრულა და 58 გოლით ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი გახდა.









