ბიზნესმენი თემურ უგულავა გარდაიცვალა

უგულავა

ქართველი ბიზნესმენი, თემურ უგულავა გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში მუსიკალურმა პროდიუსერმა და შოუბიზნესის წარმომადგენელმა, კახა მამულაშვილმა გაავრცელა.

„მშვიდობით, ჩემო მეგობარო...“ – წერს მამულიჩა სოციალურ ქსელში და თემურ უგულავას ფოტოს აქვეყნებს.

თემურ უგულავა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ბიზნესმენად მიიჩნეოდა. მის სახელს უკავშირდება „აჭარა ჯგუფის“ შექმნა და ისეთი წარმატებული პროექტები, როგორებიცაა Rooms Hotels, Stamba და Fabrika. წლების განმავლობაში ის ქართული ბიზნესსექტორის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო.

ის ბოლო პერიოდში მძიმე სენს ებრძოდა.