66 000-ზე მეტ პირს დავალიანება გაუნულდება! - ნახეთ, ვის შეეხება ცვლილებები
1740253942
ფიფამ გლობალური სატელევიზიო აუდიტორიის ახალი მონაცემები გამოაქვეყნა, საიდანაც გაირკვა, რომ კატარის მსოფლიო ჩემპიონატი წინა მუნდიალებთან შედარებით მეტ ინტერესს იწვევს.
27 ნოემბერს, იაპონიისა და კოსტა რიკას მატჩმა (0:1) 36,37 მილიონი მაყურებელი მიიზიდა, რაც 10 მილიონზე მეტით აჭარბებდა მონაცემს, რომელიც იაპონიის გერმანიასთან გამარჯვების (2:1) დროს დაფიქსირდა.
ხუთშაბათს, 24 ნოემბერს, სამხრეთ კორეა-ურუგვაის (0:0) 11,14 მილიონმა ადამიანმა უყურა – ეს 2014 წლის ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩების საშუალო მაჩვენებელზე 97%-ით მეტია.
კვირას, 28 ნოემბერს, ესპანეთში ტელემაყურებელთა 65%-მა იხილა ქვეყნის ეროვნული გუნდის მატჩი გერმანიასთან 1:1, ხოლო ნიდერლანდებში ტელემაყურებელთა სამ მეოთხედზე მეტმა (76.6%) უყურა მატჩს ეკვადორთან (1:1). ეს იყო 2022 წელს ამ ქვეყანაში ყველაზე დიდი სატელევიზიო აუდიტორია და 2018 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ყველა მატჩზე მაღალი მაჩვენებელი.
საფრანგეთში, დანიასთან შეხვედრას (2:1) მატჩის ბოლო წუთებში 14,56 მილიონი ადამიანი უყურებდა. პორტუგალიის მატჩი ურუგვაის წინააღმდეგ (2:0) ორშაბათს, 28 ნოემბერს იყო ყველაზე დიდი სატელევიზიო აუდიტორია პორტუგალიაში – რეპორტაჟით 5,35 მილიონი მაყურებელი დაინტერესდა.
პარასკევს, 25 ნოემბერს, აშშ-ინგლისის მატჩის ტრანსლაცია გახდა ყველაზე ყურებადი ფეხბურთის მატჩი, რომელიც ამერიკულ ტელევიზიაში უჩვენებიათ – FOX-ის რეპორტაჟმა 19,65 მილიონი მაყურებელი შეკრიბა.
არგენტინაში მექსიკასთან გადამწყვეტ მატჩს (2:0) 8,48 მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალს – ეს 5%-ით მეტი მაჩვენებელია, ვიდრე 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩების დროს დაფიქსირდა.