VIDEO: „მე არ ვარ საუკეთესო ფეხბურთელი საქართველოს ისტორიაში, მაგრამ...“ - რას ამბობს გურამ კაშია

გურამ კაშია

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით გურამ კაშია  ყველა დროის რეკორდსმენია. მან 101 მატჩი ჩაატარა ეროვნულ ნაკრებში. 

ამბობს, რომ არ არის საუკეთესო ფეხბურთელი საქართველოს ისტორიაში, თუმცა, მუდამ ნაკრების გვერდითაა და მაქსიმალურად იხარჯება.

„ჩემი აზრით, მე არ ვარ საუკეთესო ფეხბურთელი საქართველოს ისტორიაში, მაგრამ ვარ ფეხბურთელი, რომელიც ყოველთვის გუნდთან ერთადაა, ნებისმიერ მომენტში ყოველთვის გუნდთან ერთად იყო. მინდა, რომ დამახასიათონ ისეთ ფეხბურთელად, რომელიც ნაკრებისთვის ყველაფერს აკეთებდა... ნაკრებისთვის ყოველთვის მზად იყო და როცა თამაშობდა, ყოველთვის 100%-ით თამაშობდა

ნახეთ ვრცლად ↓