ჯარიმა 100 ლარი და მინუს 10 ქულა - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებს
1783703465
არგენტინის ნაკრები 2026 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ნახევარფინალში ინგლისის გუნდს დაუპირისპირდება.
არგენტინის ნაკრებმა კვირას, 1/4 ფინალურ ეტაპზე, 10-კაციანი შვეიცარიის ნაკრები დამატებით დროში, ანგარიშით 3:1 დაამარცხა. გოლები ალექსის მაკალისტერმა, ხულიან ალვარესმა და ლაუტარო მარტინესმა გაიტანეს.
ინგლისელებმა კი ჯუდ ბელინგემის დუბლის წყალობით ნორვეგიის ნაკრებს ასევე დამატებით დროში სძლიეს (2:1).
ნახევარფინალური მატჩი არგენტინისა და ინგლისის გუნდებს შორის 15 ივლისს, ატლანტას სტადიონზე გაიმართება. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს საფრანგეთისა და ესპანეთის ნაკრებები შეხვდებიან. ეს თამაში 14 ივლისს ტეხასში ჩატარდება.