ევროპაში მოგზაურობის წესები იცვლება ! - ნახეთ, დეტალები
1737021978
უკეთ გავიცნოთ „ნაპოლის“ მწვრთნელი ლუჩიანო სპალეტი, რომელსაც გუნდი ისტორიული მიზნისკენ მიჰყავს.
იტალიური მედია წერს, რომ სპალეტის სრულყოფილი ოჯახი აქვს. მეუღლე თამარა ანჯელო და სამი შვილი: სამუელე, ფრანჩესკო და მატილდა.
ალბათ, ცოტამ თუ იცის, რომ სპალეტი ღვინის დიდი მოყვარულია. იგი თავადვე აწარმოებს ღვინოს და ფლობს ფერმას სახელად La Rimessa-ს.
იტალიის ქალაქ სერტალდოში სპალეტი ფლობს ფერმას, სადაც ცხენები და გოჭები ჰყავს.
„დილით რომ ვდგები საკუთარ თავს ვეუბნები, რომ მინდა ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ ყველაფერი გარკვეული გზით წავიდეს. ორშაბათს დილით ვიწყებთ და პარასკევს ისევ იქ ვართ. როგორც წესი, ის იმარჯვებს, ვინც უფრო მზად არის, ვინც უკეთ არის მომზადებული...
მე მომწონს მოთამაშეები, რომლებსაც აქვთ ძლიერი ხასიათი, ჯანსაღი ამბიცია...“, - ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში სპალეტი.