ევროპაში მოგზაურობის წესები იცვლება ! - ნახეთ, დეტალები
1737021978
ქართველ გულშემატკივარს და არა მხოლოდ განსაკუთრებულად უყვარს ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენის ტანდემი.
ვიქტორ ოსიმენი დაიბადა 1998 წლის 29 სექტემბერს. ის სრული სახელია ვიქტორ ჯეიმს ოსიმენი, მას 6 და-ძმა ჰყავს.
ნიგერიელმა ფეხბურთელმა 2020 წლის 24 მაისს 80 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობის შემდეგ მამა დაკარგა, რომელსაც მისი ერთ-ერთი ჯილდოც კი მიუძღვნა. ოსიმენს დედაც დაღუპული ჰყავს. დედის გარდაცვალების შემდეგ მისი ფოტო ფეხბურთელ პირად „ინსტაგრამ“ გვერდზე უდევს.
რაც უფრო იზრდებოდა ოსიმენს მით უფრო უყვარდებოდა ფეხბურთი, მისი კერპი დიდიე დროგბა იყო.
ვიქტორის საფეხბურთო კარიერა ლაგოსში, ნიგერიის Ultimate Strikers აკადემიაში დაიწყო. 2015 წლის მსოფლიოს 17 -წლამდელთა საფეხბურთო ჩემპიონატზე ოსიმენმა ოქროს ბუცი მოიგო. 2019 წელს კი აფრიკის ერთა თასზე მიიღო მონაწილეობა.
ვიქტორს შესაძლებლობა ჰქონდა შეხვედროდა თავის კერპს კრიშტიანუ რონალდუს, რომელმაც მაისური და მასთან ერთად სამახსოვრო ფოტოც გადაიღო.
„მე ვთხოვე რონალდუს მაისური, მან კი მიმიწვია გასახდელში და მაჩუქა მისი მაისური. ის ძალიან კეთილია და რასაც პრესა მასზე წერს, პირიქითაა“, - თქვა ოსიმენმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ვიქტორ ოსიმენის ხელფასი ნაპოლიში დაახლოებით 4,5 მილიონი ევროა წელიწადში. იგი ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ნიგერიელი ფეხბურთელია.
მიუხედავად იმისა, რომ ოსიმენი მისი არც ერთი ავტომობილის ფოტოს სოციალურ ქსელში არ აზიარებს, იგი რამდენიმე ძვირად ღირებული მანქანით დააფიქსირეს, რომელთა შორისაა ეგზოტიკური Mercedes G-Wagen. მისი ღირებულება 65,000,000 ნიგერიული ნაირაა (დაახლოებით 14 1175$)
არაფერია ცნობილი ოსიმენის სახლების შესახებ, თუმცა მისი ანაზღაურებიდან გამომდინარე, მას ნამდვილად შეუძლია მდიდრული ქონების ფლობა ნიგერიაში.
ოსიმენი ნაპოლის ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშეებს შორისაა.