„ხინკლის სახლის“ სამზარეულოში 21 წლის ახალგაზრდამ მძიმე დაზიანება მიიღო
1737289807
„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „მილანთან“ მატჩის (1:1) შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მსაჯმა აშკარა შეცდომა დაუშვა, როდესაც პირველ ტაიმში პენალტი არ დანიშნა.
სპალეტიმ კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა, რომელზედაც თქვა, რომ მგრძნობიარე ბიჭია, მაგრამ თავისი ხარისხით „ნაპოლის“ სკუდეტოს მოაგებინებს.
პრესკონფერენციაზე სპალეტის ჰკითხეს: კვარაცხელიას ზედმეტი პასუხისმგებლობა ხომ არ დავაკისრეთ, თუნდაც მეტსახელების გამო, კვარავაჯო, კვარადონა... ხომ არ გადავაჭარბეთ?
„თავიდან ვცდილობდი პოზიცია დამეფიქსირებინა ამ მეტსახელებსა და მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე, მაგრამ შემდეგ დავნებდი (იღიმის).
კვარა ჯანსაღი ბიჭია, მგრძნობიარე, საოცარი ხარისხი აქვს. პირველ ტაიმში ვერ მოახერხა მეტოქის მოტყუება, როცა ამის შანსი ჰქონდა, თუმცა, მეორე ტაიმში ორჯერ გიჟურად ითამაშა და მომენტები შექმნა. ბოლოს ისიც დაიღალა, როგორც სხვები. ჩანს, რომ ბოლო დროს დაღლილობის გამო გაუჭირდა. თუმცა, კარგად ვითამაშეთ, ისე, როგორც გვინდოდა. კვარაცხელია შესანიშნავი ბიჭია, ბედნიერი ვარ მასთან მუშაობით და თავისი ხარისხით დაგვეხმარება იმ დიდი მიზნის მიღწევაში, რომელიც წინ გვაქვს (სკუდეტოს მოგება). ჩვენ ის გვჭირდება“, - აღნიშნა სპალეტიმ.