„მსგავსი ანშლაგი და ყურადღება ქართველი ქომაგებისგან ფასდაუდებელია ჩვენთვის...“ - გიორგი გველესიანი

გიორგი გველესიანი

„ღამის კურიერის" ეთერში, ეროვნული ნაკრების მცველი გიორგი გველესიანი ქართველ ქომაგებზე საუბრობს და ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ამაყობს მათი გულშემატკივრობით.

მისი თქმით, მსგავსი დახვედრა და ყურადღება ნაკრებისთვის ფასდაუდებელია.

„დახვედრას, რა თქმა უნდა, ველოდით. მსგავსი ანშლაგი, მსგავსი ყურადღება ქართველი ქომაგებისგან ფასდაუდებელია ჩვენთვის. მე მინახავს, რუსთაველზე შეკრებილი ხალხი სხვადასხვა მიზეზით, მაგრამ ასეთი გაბედნიერებული ქართველი ერი და ქართველი ქომაგი არ მინახავს.

ბედნიერი ვარ, რომ ფეხბურთმა და ჩვენმა ნაკრებმა ეს მოახერხა, ეს მუდამ გვემახსოვრება ჩვენ, ყოველთვის, დადებით ნოტაზე. ძალიან ამაყები ვართ ამის გამო. ჩვენ ნამდვილად გვაქვს საფუძველი ვიყოთ ბედნიერები, თუმცა არ გვავიწყდება, რომ შემდეგი მატჩები რაც სექტემბერში გვაქვს არ იქნება მარტივი, თუმცა უნდა მოვემზადოთ და მზადყოფნაში შევხვდეთ შემდეგ ეტაპებს," - აცხადებს გიორგი გველესიანი.