მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული შეიწყალა
1737302050
დღეს საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის დაბადების დღეა. „ვალენსიას“ ფეხბურთელი 22 წლის გახდა.
როგორც სპორტსმენი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, თამაში პროფესიულ დონეზე 8 წლიდან დაიწყო და მოტივაციას მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავი აძლევს.
აღსანიშნავია, რომ სექტემბრის თვეში, ესპანეთის ჩემპიონატმა საკუთარ არხზე ტოპ 5 მოგერიება გამოაქვეყნა, სადაც მამარდაშვილიც მოხვდა. საუკეთესო 5 მოგერიებაში ქართველი მეკარის 2 „სეივი“ მოხვდა, ორიდან ერთი კი პირველ ადგილზე გავიდა.
საქართველოს ნაკრების ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშეთა ხუთეულში მამარდაშვილი მეორე ადგილს იკავებს.
1 - ხვიჩა კვარაცხელია - (ნაპოლი) 35,00 მილიონი ევრო
2 - გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია) - 20,00 მილიონი ევრო
3 - საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი) - 4,30 მილიონი ევრო
4 - დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი) - 3,0 მილიონი ევრო
5 - გიორგი მიქაუტაძე (მეცი) - 2,0 მილიონი ევრო