„თქვენ იღბლის ფავორიტები ხართ“ - ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
1732308365
საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა, ნიკა კვეკვესკირმა გიბრალტართან მატჩის დასრულების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. „კრისტალ სპორტის“ კითხვაზე, რა განსხვავებაა „ნაპოლამდე“ და „ნაპოლის“ შემდეგ, ასეთი პასუხი გასცა:
„განსხვავება? აბსოლუტურად არაფერი და ძალიან გამიხარდა, რომ არანაირი სხვაობა არ იყო. ზუსტად იგივე კვარაა, მორიდებული, უფროსების მიმართ ძალიან მორიდებული. რაღაც ვიდეოც იყო სოციალურ ქსელში, თუ როგორ მიჰქონდა გუნდის ჩანთები, როგორ ეხმარებოდა პერსონალს. ასეც უნდა იყოს წესით. სამწუხაროდ, ზოგიერთს „გაურბის“ ხოლმე, როდესაც ასეთ დონეზე ადის, მაგრამ კვარა კვარაა.
როცა „ნაპოლის“ შემდეგ პირველად ჩამოვიდა, მაინტერესებდა, ვარჯიშის სპეციფიკა როგორი იყო, როგორ უძლებდა და ა.შ. პირველ რიგში, კვარას ვკითხე, როგორ იყო ფსიქოლოგიურად, ძალიან კარგად არის, ვერ ხედავთ? (იცინის)“. - განაცხადა კვეკვესკირმა.