ხვალიდან, თბილისში საავტომობილო მოძრაობა გზის სხვადასხვა მონაკვეთებში სრულად შეიზღუდება - დეტალები
1742065022
პარაფარიკაობაში, იტალიაში, ქალაქ პიზაში მიმდინარე 2025 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე, ირმა ხეცურიანმა ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა.
ირმამ ნახევარფინალურ შეხვედრაში პოლონელი სტარვინსკა ანგარიშით 15:7 დაამარცხა, ფინალში იტალიელ ანდრია მოგოსს მოუგო 15:9 და პირველ ადგილზე გავიდა.
საქართველოს პარამოფარიკავე ქალთა ნაკრები განაგრძობს გამოსვლას პიზა 2025 მსოფლიო თასის გათამაშებაზე. დღეს ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი ხმლით შეხვედრაში იბრძოლებენ მაღალი სინჯის მედლების მოსაპოვებლად.