„მომიშორეს... გადამწვარი და გულგატეხილი ვიყავი...“ - სად არის და როგორ გამოიყურება ელენე გედევანიშვილი

ელენე გედევანიშვილი

კარგა ხანია დავიწყებას მიეცა საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული სპორტსმენის ელენე გედევანიშვილის სახელი. თუმცა, ზამთრის სახეობებში მსგავსი წარმატებებისათვის არავის მიუღწევია. 

ის პირველი და დღემდე ერთადერთია სპორტსმენია ზამთრის სახეობებში, ვინც ევროპული ჩემპიონატების მედლებს მოპოვება ორჯერ შეძლო. 

იგი წარმატებით გამოდიოდა მსოფლიოს ჩემპიონატებსა და სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებზე.

ელენე ახლა ამერიკაში ოჯახთან ერთად ცხოვრობს და პატარებს ფიგურულ სრიალს ასწავლის.

„ახლა ვამზადებ ძალიან ბევრ ბავშვებს, პერსპექტიული ბავშვები მყავს, რომლებიც თითქმის პირველები არიან ამერიკაში, 10 წლისები არიან ჯერ მაგრამ, ვზრდი მომავალ თაობას“, - ამბობს ელენე გედევანიშვილი. 

2014 წლის სოჭის ოლიმპიადისთვის ელენე გედევანიშვილი აშკარად გადაღლილი იყო, ამას თავადაც გრძნობდა და ოლიმპიურ თამაშებზე საკუთარი უფერული გამოსვლით უკმაყოფილომ საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციას დასვენება სთხოვა, რაზეც კატეგორიული უარი მიიღო. მისი სახელი თანდათან დავიწყებას მიეცა. 

„ვერ დავისვენე, მარტო ვიყავი ფაქტობრივად, ბოლოს ძალიან გადამწვარი, გულგატეხილი ვიყავი და მართლაც ასე მომიშორეს...“, - ამბობს ელენე გედევანიშვილი. 

წყარო: „დილა მშვიდობისა საქართველო“