1744223238
მიქაუტაძე „ლიონის“ ქომაგებმა მარტის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

„ლიონის“ გულშემატკივრებს შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად მარტის საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე გახდა.
გამოკითხვაში ქართველი ფეხბურთელის კონკურენტი რაიან ჩერკი იყო, მაგრამ მიქაუტაძემ დიდი უპირატესობით აჯობა – მას მხარი გულშემატკივართა 59%-მა დაუჭირა, მეორე ადგილზე გასულმა ჩერკიმ 22% მიიღო, მეკარე ლუკას პერიმ – 12%, ხოლო მალიკ ფოფანამ – 7%.
მარტში მიქაუტაძემ გამორჩეული მატჩები ჩაატარა – 24 წლის თავდამსხმელმა ლიგა 1-ისა და ევროპა ლიგის მატჩებში 4 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ამას გარდა, მიქაუტაძე საქართველოს ნაკრებშიც გამორჩეული იყო – ერთა ლიგაზე სომხეთთან პლეი ოფის ორ შეხვედრაში მის ანგარიშზე 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.