ჩინეთის მიერ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის დაწესებული საპასუხო 84-პროცენტიანი ტარიფები ძალაში შევიდა

84-პროცენტიანი ტარიფები ძალაში შევიდა

ჩინეთის მიერ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის დაწესებული საპასუხო 84-პროცენტიანი ტარიფები ძალაში შევიდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

აქამდე, ჩინეთს ამერიკისთვის 34%-იანი ტარიფები ჰქონდა დაწესებული, თუმცა ტრამპის მიერ ტარიფების გაზრდის გადაწყვეტილებამ ჩინეთს კიდევ ერთხელ უბიძგა სატარიფო ცვლილებისკენ.

შეგახსენებთ, გუშინ ჩინურ იმპორტზე 104-პროცენტიანი ტარიფები ამოქმედდა, თუმცა მოგვიანებით დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ტარიფებს 125%-მდე ზრდიდა. ჩინეთმა კი პირობა დადო, რომ სავაჭრო ომში აშშ-თან ბოლომდე იბრძოლებს.