დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლში ქართველ სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც იტალიაში შოთა არველაძის, ძმები არველაძეების ფონდის და მათი პარტნიორების დახმარებით ჩავიდნენ.
შეხვედრის დეტალებსა და მიღებულ ემოციებზე „ფორმულას“ ეთერში გადაცემაში „მე-17 სართული“ შოთა არველაძემ და დათო ტურაშვილმა ისაუბრეს. ისინი პირდაპირ ეთერში ნეაპოლიდან ჩართვნენ.
„მე არ ვიცნობდი ხვიჩა კვარაცხელიას, მაგრამ ინტუიციით მიხვდი, რომ ეს მართლაც ოქროს ბიჭია, ოქროს საჩუქარი. მადლობა მის მშობლებს, რომ ასეთი საჩუქარი გაგვიკეთა..
მინდა, ყველას ვუთხრა, რა საამაყოა იყო ქართველი ამ ქალაქში.. იმ ქალაქში, სადაც ღმერთია მარადონა, მარადონაზე მეტი უკვე არის კვარაცხელია, ბოდიში დიეგოს სულთან..
გუშინ ნეაპოლის უნივერსიტეტში ვიყავით. ეს არის მსოფლიოში უძველესი უნივერსიტეტი. 100 000 სტუდენტი ჰყავს ამ უნივერსიტეტს.
ლექტორმა სასტუმრომდე გვსდია, ხვიჩა კვარაცხელია გამაცანითო.. მეუბნებოდა, ჩემი ვალი გაქვსო, როცა ვუთხარი გუშინ, ხვიჩა გავიცანითქო. სიტყვასიტყვით გავიმეორებ, რაც ლექტორმა მითხრა – რასაც დამავალებთ, რასაც მიბრძანებთ და მთხოვთ, ყველაფერს გავაკეთებთ, ხვიჩა კვარაცხელიას ქვეყნისთვის, განათლების თვალსაზრისითო.. გავმეორდები, ეს არის მსოფლიოში უძველესი უნივერსიტეტის ლექტორის ფრაზა.
სხვათა შორის, ქულების მიხედვით, საქართველოს ყველა კუთხიდან, ქულების მიხედვით საუკეთესო სტუდენტები წავიყვანეთ და მინდა მადლობა ვუთხრა, შოთის, რადგან ეს მისი ინიციატივა იყო.