„იძულებული ვარ, მივმართო საზოგადოებას...“ - მორაგბე ლაშა ლომიძე მიმართვას ავრცელებს
1763238321
აშშ-ში გამართულ ფიგურული სრიალის გრან-პრის სერიის მეხუთე ეტაპზე „სკეიტ ამერიკა“ წარმატებით იასპარეზა ქართულმა სპორტულმა წყვილმა ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას შემადგენლობით. ისინი მეორე ადგილზე გავიდნენ.
მოკლე პროგრამის შემდეგ ქართული წყვილი ლიდერობდა, თუმცა თავისუფალში, დაშვებული შეცდომების გამო მხოლოდ მეოთხე ადგილს დასჯერდნენ. ორი პროგრამის ჯამში მეტელკინამ და ბერულავამ 195.73 ქულა მიიღეს, რაც საკმარისი აღმოჩნდა ვერცხლის მედლების მოსაპოვებლად.
ქართულმა წყვილმა გრან-პრის ჩინეთში გამართული ეტაპი მოიგო და ორი გამოსვლის შედეგად, ტურნირის ფინალში გავიდა, რომელიც იაპონიაში, 5-8 დეკემბერს გაიმართება.