მერაბ დვალიშვილის პირველი კომენტარი წაგების შემდეგ

დვალიშვილი

UFC 323-ზე სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან ხუთრაუნდიან ბრძოლაში მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა.

"ვცადე შოუს მოწყობა და ბრძოლა წავაგე. მას ბრძოლის უკეთესი სტრატეგია ჰქონდა. ვულოცავ, მაგრამ რემატჩი მინდა. ნუტრიციოლოგებს არ ვენდობი და წონას ყოველთვის ჩემით ვიკლებ.

გამართლებას არ ვეძებ, ვცადე განსხვავებულად მებრძოლა. ყველა ბედნიერია - ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. არ მინდოდა ჭიდაობა და მოსაწყენი ბრძოლა. მსურდა მასთან დგომში მებრძოლა და დღეს იანი უკეთესი იყო", - განაცხადა დვალიშვილმა.