ინფორმაცია მათთვის, ვინც რიკოთის მიმართულებით გადაადგილებას გეგმავს
1766818181
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ, ბრიფინგი გამართა.
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, დღის განმავლობაში ჩატარებული, მასშტაბური ანტიკორუფციული ღონისძიების შედეგად, 4 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ და სხვა სახის დანაშაულებთან დაკავშირებით, დაკავებულია 4 პირი, ხოლო, ჯამში, პასუხისგებაში მიეცა 11 ადამიანი", - განაცხადა ემზარ გაგნიძემ ბრიფინგზე.