ინფორმაცია მათთვის, ვინც რიკოთის მიმართულებით გადაადგილებას გეგმავს
1766818181
საქმეში არსებობს რიგი მტკიცებულებები, მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, ექსპერტიზის დასკვნები, მათ შორის, სატელეფონო კომუნიკაციების დამადასტურებელი ინფორმაცია, შესაბამისად, წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია, - განუცხადა ჟურნალისტებს პროკურორმა, თამარ ბეჟაშვილმა ბაჩო ახალაიას დღევანდელი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.
მისივე თქმით, ბაჩანა ახალაიას საქმეზე სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში წარიმართა.
„ბრალდების მხარემ იშუამდგომლა, რადგანაც მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს არაერთი პირი, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები, ასევე გამოძიება გამოყოფილ საქმეზე მიმდინარეობს, სადაც სისხლის სამართლის მასალები, მათ შორის, გახლავთ საიდუმლო. ამდენად, ამ მიზეზის გამო ბრალდების მხარემ იშუამდგომლა სისხლის სამართლის საქმეზე სხდომის დახურვა.
საქმეში არსებობს რიგი მტკიცებულებები, მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, ექსპერტიზის დასკვნები, მათ შორის, სატელეფონო კომუნიკაციების დამადასტურებელი ინფორმაცია, შესაბამისად, წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია“, - აღნიშნა პროკურორმა.
ამასთან, თავის მხრივ, ახალაიას ადვოკატმა, მალხაზ ველიჯანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ახალაიას 4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზატორებთან კომუნიკაცია არ ჰქონია.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ფაქტებზე ბაჩანა ახალაიას ბრალდება წარუდგინა.