ცნობილი ხდება, ვანგას წინასწარმეტყველება 2026 წლისთვის
1766865435
ღორის თირკმელები უახლოეს მომავალში ტრანსპლანტაციის დროს შესაძლოა ადამიანის თირკმელების შემცვლელად იქცეს და მეტიც, მათი ხარისხი შესაძლოა კიდევ უფრო უკეთესიც იყოს. ამის შესახებ წერს უცხოური გამოცემა The Guardian, Langone Health-ის სამედიცინო ცენტრის დირექტორსა და ქირურგ რობერტ მონტგომერიზე დაყრდნობით.
ექსპერტების შეფასებით, გენეტიკური მოდიფიკაციის წყალობით ადამიანში ასეთი ორგანოების გადანერგვისას რისკი მნიშვნელოვნად მცირდება.
„კლინიკური გამოცდის ფარგლებში პირველი გადანერგვა უკვე განხორციელდა, ხოლო შემდეგი იანვარშია დაგეგმილი“, - აღნიშნულია სტატიაში.
ვარაუდობენ, რომ ექვს პაციენტს გადაუნერგავენ ღორის თირკმელებს, რომლებიც გენეტიკურ დონეზე 10 ცვლილებითაა რედაქტირებული, რათა გადანერგილი ორგანოს უარყოფის რისკი მაქსიმალურად შემცირდეს.
იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტო (FDA) დაამტკიცებს ცდების გაფართოებას, იგეგმება კიდევ 44 ადამიანს ჩაუტარდეს ღორის თირკმლის ტრანსპლანტაცია.