მე ვამაყობ ჩემი ნებისმიერი წარმატებებით, რადგან ამის უკან დიდი ტკივილი და ბევრი შრომა დგას, მადლობა ჩემს ყველა მხარდამჭერს! - სანდრო ბაზაძე

ბაზაძე

სანდრო ბაზაძე, ბუდაპეშტის მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედლის მოპოვებისა და წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, პირველ კომენტარს სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"ვფიქრობ, ბევრს დაავიწყდა ჩემი სახელი, არა? თუმცა, მე ისევ აქ ვარ! ფრთხილად!!!

მე ვამაყობ ჩემი ნებისმიერი წარმატებებით, რადგან ამის უკან დიდი ტკივილი და ბევრი შრომა დგას!!!

მადლობა ჩემს ყველა მხარდამჭერს!

მადლობა ჩემს გუნდს! და მადლობა ჩემს ყველა მეტოქეს ამ შესანიშნავი ბრძოლისთვის… ყველას დიდ პატივს ვცემ! ვულოცავ ყველა მედალოსანს!

ჩვენ არ გავჩერდებით, რადგან ვერ გავჩერდებით!!! საქართველო იგებს!!! ჩვენ კვლავ და ისევ განვაგრძობთ გამარჯვებას!", - წერს ბაზაძე.