მარნეულში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი კრივში ჭაბუკ ვაჟთა და გოგონათა შორის

მარნეულში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი კრივში  ჭაბუკ ვაჟთა და გოგონათა შორის

მარნეულის მუნიციპალიტეტმა  ტრადიციულად უმასპინძლა საქართველოს ჩემპიონატს კრივში,  2008-2009 წლებში დაბადებულ ჭაბუკ ვაჟთა და გოგონათა შორის. 
მიმდინარე წლის 20-25 თებერვალს,  საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის და მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტულ სკოლის ორგანიზებით, ასევე საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტროს და მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით გაიმართა, 2024 წლის საქართველოს ჩემპიონატი კრივში 2008-2009 წლებში დაბადებულ ჭაბუკ ვაჟთა და გოგონათა შორის.

ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის აღსაზრდელებმა,  48 კგ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი გოგონა მოკრივემ, ნარმინ ბაირამოვამ  დაიკავა,  ხოლო 42 კგ წონით კატეგორიაში მესამე საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა ზურაბი ქველაძე.

აღსანიშნავია, რომ წელს,  ჩემპიონატზე მონაწილეობა მიიღო სპორტსმენების უპრეცედენტო რაოდენობამ, ჯამში 230-მა მოკრივემ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, კენან ომაროვი, საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, ლაშა ხუცაიძე, საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი, გიორგი გოდაბრელიძე,, საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი და მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის დირექტორი მამუკა ნავერიანი.