ირანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

miwiszvra

ირანის ჩრდილოეთ ნაწილში 5,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

როგორც სააგენტო Tasnim-ი წერს, ეპიცენტრი სემნანის პროვინციის ქალაქ სორხესთან ათი კილომეტრის სიღრმეში იყო, თუმცა მიწისქვეშა ბიძგები ახლომდებარე დასახლებებშიც იგრძნობოდა.

მიწისძვრის ეპიცენტრის ადგილზე გაემართნენ „წითელი ნახევარმთვარის“ სწრაფი რეაგირების ჯგუფები.