აიაზ იბიშოვმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტულ სკოლაში მასტერკლასი ჩაატარა

მასტერკლასი

მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის აღსაზრდელებისა და მწვრთნელებისათის , აზერბაიჯანის  "WORLD LIGHT CONTACT KARATE-DO CONFEDERATION" ფედერაციის პრეზიდენმა, დამსახურებულმა მწვრთნელმა, შავი ქამრის  მეათე დანის მფლობელმა  აიაზ იბიშოვმა მასტერკლასი ჩაატარა. 

აღნიშნულ  პროცესს დაესწრო მარნეულის სპორტული სკოლის დირექტორი მამუკა ნავერიანი.  მან მადლობა გადაუხადა ბატონ აიაზ იბიშოვს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისათვის, მოგეხსენებათ WKF  კარატეში ( ოლიმპიური სახეობა)  მრავალი ახალგაზრდა არის ჩართული და მათი ინტერესი მსგავსი ღონისძიების მიმართ დიდია. მასტერკლასი შესაძლებლობას მისცემს სპორტსმენებს  და მათ მწვრთნელებს  მიიღონ  მაღალი დონის გამოცდილება და წარმოაჩინონ მათ წინაშე საკუთარი შესაძლებლობები, აიმაღლონ კვალიფიკაცია და მიღებული ცოდნა გამოიყენონ სამომავლო ასპარეზობებში  შედეგის მისაღწევად. მასტერკლასის დასრულების შემდგომ, სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.