მარნეულელი სალომე ხარშილაძე მშვილდოსნობაში საქართველოს ვიცე ჩემპიონია

სალომე ხარშილაძე

მარნეულის მუნიციპალიტეტმა მშვილდოსნობაში საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა, რომელიც საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ორგანიზებით გაიმართა.

ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის აღსაზრდელმა სალომე ხარშილაძემ და ტურნირის ვიცე ჩემპიონი გახდა.

სალომე მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პერსპექტიული სპორტსმენია, მისი პირადი მწვრთნელია გიორგი გორდეზიანი.

სალომე ირიცხება საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნულ ნაკრებში და ემზადება ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობისათვის, რომელიც თურქეთში, ქალაქ სამსუნში გაიმართება.