ემოციური ხელის თხოვნა ქუთაისში - მანიკურის სპეციალისტს რჩეულმა დაბადების დღეზე სიურპრიზი მოუწყო
1792054623
თურქულ სპორტულ მედიაში გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, სტამბოლის „გალათასარაის“ საკალათბურთო კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანუჩარ მარკოიშვილი დაინიშნა.
იგი სტამბოლში მარტო არ მიდის. მასთან ერთად სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს უკრაინელი სპეციალისტი სერგეი გლადირიც, რომელთან ერთადაც ქართველი მწვრთნელი ფრანგულ „მონაკოში“ წარმატებით საქმიანობდა.
აღსანიშნავია, რომ მანუჩარ მარკოიშვილი ამჟამად საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ალექსანდრ ჯიკიჩის ასისტენტიც გახლავთ.
რაც შეეხება თავად „გალათასარაის“, სტამბოლური კლუბი ევროპული კალათბურთის ერთ-ერთი გამორჩეული და მდიდარი ტრადიციების მქონე ორგანიზაციაა — გუნდი შიდა ასპარეზზე ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს, თურქეთის სუპერლიგაში (BSL) თამაშობს, სადაც 18-ჯერ აქვს ჩემპიონის ტიტული მოპოვებული, საერთაშორისო სარბიელზე კი, სადაც ამჟამად ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგაში გამოდის, უდიდეს მიღწევად 2015-2016 წლების სეზონში ევროპის თასის (EuroCup) მოგება ითვლება.