კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულ ლევან ახობაძის მიმართ შეფარდებული 500 000-ლარიანი გირაოს ქონებით უზრუნველყოფა მოხდა

ლევან ახობაძე

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულ ლევან ახობაძის მიმართ შეფარდებული 500 000-ლარიანი გირაოს ქონებით უზრუნველყოფა მოხდა.

კერძოდ კი, დღევანდელ სასამართლო პროცესზე, რომელიც მოულოდნელად ჩაინიშნა, დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ ახობაძის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფა მისი ქონებით მომხდარიყო.

უფრო კონკრეტულად კი, ლევან ახობაძეს ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, რაც გასულ სხდომაზე სასამართლომ 500 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა და გადასახდელად 30 დღე განუსაზღვრა. სწორედ, აღნიშნული თანხის ქონებით უზრუნველყოფა მოითხოვეს ადვოკატებმა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.

✕