აზერბაიჯანისა და ყაზახეთის პრეზიდენტებმა ტრანსკასპიური ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი გახსნეს, რომელმაც აზია და ევროპა საქართველოს გავლით უნდა დააკავშიროს

აზერბაიჯანისა და ყაზახეთის პრეზიდენტებ

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ თოყაევმა ტრანსკასპიური ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი გახსნეს, რომელიც კასპიის ზღვის ფსკერზე გადის. ინფორმაციას აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საკაბელო ხაზი, რომლის სიგრძე 380 კილომეტრია, ერთმანეთთან ყაზახეთის ქალაქ აქტაუს და აზერბიაჯანის ქალაქ სუმგაითს აკავშირებს. მისი გამტარუნარიანობა წამში 400 ტერაბიტს შეადგენს.

აღნიშნული პროექტი აზერბაიჯანმა და ყაზახეთმა "ციფრული აბრეშუმის გზის" ინიციატივის ფარგლებში განახორციელეს.

"ხაზის ექსპლუატაციაში გაშვებით, შუა დერეფნის სტრატეგიული მნიშვნელობა გაიზრდება არა მხოლოდ სატრანსპორტო, არამედ ციფრული თვალსაზრისით. ახალი მარშრუტი შესაძლებელს გახდის მონაცემების გადაცემას ჩინეთიდან და ცენტრალური აზიიდან აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს, ხოლო შემდეგ შავი ზღვის ან თურქეთის გავლით ევროპაში," - აღნიშნულია ინფორმაციაში.

✕