მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, „სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე 8 ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო ვაზნებისა და 8 ერთეული იარაღის მჭიდის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

იარაღი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის „სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, დიდი ოდენობით

უკანონო ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.
უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, სატრანსპორტო საშუალების სალონში წინასწარ მოწყობილ სამალავებში, სხვადასხვა დასახელების 8 ცეცხლსასროლი იარაღი, 4 ცალი საბრძოლო ვაზნა და 8 ერთეული იარაღის მჭიდი აღმოაჩინეს.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

✕