მაიკლ ოლისე მზადაა „რეალში“ გადასასვლელად

ოლისე

„ბაიერნის“ გარემარბი მაიკლ ოლისე მზად არის მადრიდის „რეალში“ გადასასვლელად. ამის შესახებ დაწერა გამოცემა Madrid Universal-მა ჟურნალისტ რამონ ალვარესზე დაყრდნობით.

24 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა აცნობა „სამეფო კლუბს“ მზადყოფნის შესახებ – კარიერა მადრიდელთა რიგებში გააგრძელოს, „რეალი“ აპირებს ფეხბურთელს წინადადებით მომდევნო კვირას მიმართოს.

უფრო ადრე „რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა განაცხადა, რომ თუ 7 ივლისს კლუბის საპრეზიდენტო არჩევნებს მოიგებს, სამშაბათს წინადადებით მიმართავს ვარსკვლავურ ფეხბურთელს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ, ეს ფეხბურთელი შეიძლება იყოს მაიკლ ოლისე.