ნაყინმა 8 წლის ბიჭი იმსხვერპლა - ფაქტს პოლიცია იძიებს (უცხოეთი)
1780762246
ჩინეთში, ერთ-ერთ პროვინციაში ჯუნგლებში დაკარგული 11 წლის ბიჭი ორი კვირის შემდეგ ცოცხალი იპოვეს. ამის შესახებ წერს Need To Know.
ბავშვი 18 მაისს დაიკარგა მთიან ტყეში, სოფელ ანდუას მახლობლად. მეორე დღეს მის ძებნაში ხელისუფლების წარმომადგენლებიც ჩაერთნენ. ბიჭის პოვნა მხოლოდ 30 მაისს მოხერხდა. მანამდე ცოტა ხნით ადრე სამკურნალო მცენარეების შემგროვებელმა ჯუნგლებში ბავშვის ტანსაცმელი აღმოაჩინა და ამის შესახებ პოლიციას აცნობა. მითითებულ ადგილზე სამძებრო ჯგუფი ძაღლთან ერთად გაემგზავრა და ბიჭი იპოვა.
ტყეში ხეტიალის პერიოდში ბავშვმა წონაში დაიკლო და რამდენიმე ნაკაწრი მიიღო, თუმცა სხვა მხრივ ჯანმრთელად იყო. გაირკვა, რომ ბავშვი ლეღვის ხის ნაყოფს ჭამდა, ხოლო სასმელად წვიმის წყალს იყენებდა.