ლუკა მაისურაძე ზაგრების გრან პრის ვიცე-ჩემპიონია, საბა ინანეიშვილი კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა

კკ

ლუკა მაისურაძე ზაგრების გრან პრის ვიცე-ჩემპიონია. ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები ძიუდოს გრან პრის მასპინძლობს. ფინალურ შეხვედრამდე მან კამერუნელი, ფრანგი, ბელგიელი და სერბი მეტოქეები დაამარცხა.

საბა ინანეიშვილი კი ზაგრების გრან პრის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

ქართველი სპორტსმენები ზაგრების გრან პრიზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.