1732386875
ლუკა კურტანიძემ ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა
ლუკა კურტანიძემ ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა.
ამის შესახებ კურტანიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
„დღეს მივიღე გადაწყვეტილება პირადი მოსაზრების გამო ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდიუმზე დამეტოვებინა ვიცე პრეზიდენტის თანამდებობა და ასევე პრეზიდიუმის წევრობა! რაც პრეზიდიუმმა დააკმაყოფილა!
მთელი ჩემი ცხოვრება დღემდე ვემსახურე ჩემს სამშობლოს სიცოცხლის ფასად! არ გამიცვლია ჩემი სამშობლოს სალი კლდეები სხვის შემოთავაზებულ დღეს დაუჯერებელ სიმდიდრეზე! და თუ რა შევძელი ეს ღმერთმა და მთელმა ჩემმა ერმა იცის რომელიც უსაზღვრო სიყვარულით მაძლიერებს სადაც არ უნდა ვიყო მთასა თუ ბარში!
ასე რომ ყველაზე დიდი თანამდებობა ჩემთვის იყო და არის ღმერთისა და სამშობლოს სიყვარული. ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას კი მომავალში ვუსურვებ დიდ წარმატებებს ჩვენი სამშობლოს სადიდებლად“, - წერს ლუკა კურტანიძე.