VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის შეფასებით, ის, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოთხოვნა გაიზარდა, სწორი სატრანსპორტო პოლიტიკის ნიშანია.
„საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიერ მგზავრთა გადაყვანის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ესეც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვდგავართ სწორ გზაზე“, - განაცხადა დავითულიანმა.
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს პიკის საათებში თბილისის ქუჩებში ტრანსპორტის გადაადგილებასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემები განიხილეს.
პარტია „ევროპელი სოციალისტები“ ინიციატივით გამოდის, რომ პრობლემის მოგვარებაზე პარლამენტმაც დაიწყოს აქტიური მუშაობა. საპასუხოდ „ქართულ ოცნებაში“ განმარტეს, რომ საკითხზე თბილისის მერია მუშაობს და პროცესში ჩართულია შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტიც.