ლიონელ მესი თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებს 3,5 მილიონი ევროთი დაეხმარა

მესი

ლიონელ მესი თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებს 3,5 მილიონი ევროთი დაეხმარა.

თურქული მედიის ცნობით, არგენტინელმა ფეხბურთელმა თავის ფონდს მიწისძვრის ადგილებზე ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა სთხოვა.

თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრების მსხვერპლთა რიცხვი 14 351-მდე გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ თურქეთსა და სირიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 7.9 მაგნიტუდა შეადგინა. რეგიონში ეს გასული 80 წლის განმავლობაში მომხდარი ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა.