გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
„ლაციომ“ იტალიის ჩემპიონატში „სასუოლო“ საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა და ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ ჩემპიონობის ოფიციალურად გაფორმება ისევ გადაიდო.
„ლაციო“ თუ ვერ მოიგებდა, „ნაპოლის“ დაწევის თეორიულ შანსსაც დაკარგავდა და ქართველი თავდამსხმელის გუნდი „სკუდეტოს“ მოიპოვებდა.
რომაელებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და მეშვიდე წუთზე ჩირო იმობილემ „სასუოლოს“ კარი აიღო, თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო გოლი გაუქმდა. შვიდ წუთში „ლაციომ“ მიზანს მაინც მიაღწია – „სასუელოს“ ფილიპე ანდერსონმა გაუტანა. 90+2-ე წუთზე კი მატჩში საბოლოო ანგარიში ტომა ბასიჩმა დააფიქსირა – 2:0.
„ლაციომ“ 33 ტურის შემდეგ 64 ქულა დააგროვა, სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და „ნაპოლის“ 15 ქულით ჩამორჩება. რომაულ გუნდს თეორიულად შეუძლია, ნეაპოლელებს დაეწიოს.
„პარტენოპეი“ ტურის შეხვედრას 4 მაისს „უდინეზესთან“ სტუმრად ჩაატარებს, მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. ჩემპიონობის მოსაპოვებლად სპალეტის გუნდს ერთი ქულა სჭირდება.