VIDEO - „ხვიჩა კვარაცხელია აქ ყველას უყვარს“ - რა ხდებოდა ნეაპოლის ქუჩებში მატჩის შემდეგ

ნაპოლი

"ნაპოლი" იტალიის სერია A-ში "სალერნიტანას" დაუპირისპირდა, შეხვედრა ფრედ - 1:1 დასრულდა. გამარჯვების შემთხვევაში "ნაპოლი" იტალიის ჩემპიონობას ისტორიაში მესამედ მოიპოვებდა, თუმცა საჩემპიონო ზეიმი გადაიდო.

32 ტურის შემდეგ "ნაპოლიმ" 79 ქულა დააგროვა, კონკურენტ "ლაციოსთან" უპირატესობა გაზარდა, მაგრამ იტალიის ჩემპიონობა ოფიციალურად ჯერ ვერ გაიფორმა, თუმცა ისტორიულ გამარჯვებამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი.

"კურიერი პიესი" ნეაპოლში იმყოფება. ქალაქის ქუჩებში უამრავი გულშემატკივარია გამოსული. "ნაპოლის" გულშემატკივრები შეძახილებით დადიან ქუჩებში,  მათ შორის არიან ქართველებიც, რომლებიც მატჩზე დასასწრებად ჩავიდნენ.