„კვარაცხელიას თამაში პირველად ნახა და საკუთარ თვალებს არ უჯერებდა...“ - ხვიჩამ ევროპა გააგიჟა

კვარა

დილეტა ლეოტა ტელეკომპანია DAZN-ს ჟურნალისტია, რომელსაც, ალბათ, ფეხბურთის ბევრი გულშემატკივარი ცნობს, ყოველ შემთხვევაში, ისინი, ვინც, იტალიის სერია A-ს თვალს აქტიურად ადევნებს. 

ჟურნალისტის თქმით, სეზონის განვლილი პერიოდიდან ყველაზე მეტად მასზე შთაბეჭდილება ხვიჩა კვარაცხელიამ მოახდინა და "ენფილდ როუდზე" ემილ ჰესკის რეაქციაც გაიხსენა, რომელმაც ქართველის თამაში პირველად ნახა.

"მარტივი სათქმელია - ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ხვიჩა კვარაცხელიამ მოახდინა. ის მართლაც ფანტასტიკური მოთამაშეა, რომელიც ნახევარ ევროპას აგიჟებს. ლივერპულში ვიყავი ლივერპული-ნაპოლის მატჩზე სამუშაოდ და იქ იყო ვეტერანი ფეხბურთელი ემილ ჰესკი, რომელმაც კვარაცხელიას თამაში პირველად ნახა და საკუთარ თვალებს არ უჯერებდა", - უთხრა დილეტამ ‘გაძეტა დელო სპორტს’.

შეგახსენებთ, რომ ,,ნაპოლი" მსოფლიოს ჩემპიონატის პაუზაზე 41 ქულით და სერია A-ს ლიდერის რანგში გავიდა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიამ 16 მატჩში 8 გოლი გაიტანა, 8 საგოლე პასი გააკეთა და 3-ჯერ პენალტი მოიპოვა.