გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
„ნაპოლიმ“ „უდინეზესთან“ 3:2 გაიმარჯვა. ნეაპოლელთა მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი სერია A-ს რეკორდსმენი გახდა, – ამის შესახებ ჟურნალისტი ფაბრიციო ფერარი Twitter-ზე წერს.
„ლუჩანო სპალეტი იყო პირველი მწვრთნელი, რომელმაც სერია A-ში ზედიზედ 11 თამაში მოიგო, ეს „რომასთან“ ერთად 2005-06 წლების სეზონში მოახერხა. „ნაპოლის“ მე-11 მოგებით კი პირველი მწვრთნელი გახდა, რომელსაც 11-მატჩიანი მოგებების სერია ორ სხვადასხვა გუნდთან ერთად აქვს“, – წერს ფაბრიციო ფერარი.
„ნაპოლიმ“ ჩემპიონატის მეთხუთმეტე ტურში „უდინეზე“ 3:2 დაამარცხა და 15 ტურში მე-13 გამარჯვება იზეიმა, სპალეტის გუნდმა ზედიზედ მოიგო 11 თამაში. ნეაპოლელებისთვის სერია A-ს ისტორიაში ეს საუკეთესო დასაწყისია. ოსიმენისა და მისი თანაგუნდელების მიერ სეზონის კაშკაშა სტარტი ლუჩანო სპალეტის დამსახურებაა, რომელმაც კრიტიკოსები გააჩუმა. სპალეტიმ სრულყოფილი გუნდი ახალი მოთამაშეებით შექმნა, როგორებიც არიან კვარაცხელია, კიმი, რასპადორი…“- წერს „არეანაპოლი“.
PRIMO
— Fabrizio Ferrari 🇮🇹🇧🇪 (@FabrizioFERRARl) November 12, 2022
Luciano #Spalletti era stato il primo allenatore a vincere 11 partite consecutive in #serieA: con la #Roma nel 2005-06.
Con l'11ª vittoria del #Napoli di oggi è il primo tecnico a effettuare una striscia di 11 vittorie con due squadre diverse.#NapoliUdinese pic.twitter.com/kNnFaVEd8C