გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
„მარადონას რაც შეეხება, მასთან ალბათ, არც ერთი ფეხბურთელის შედარება არ შეიძლება. ის იყო ლეგენდა და ალბათ, ძალიან რთული იქნება, რომ ასეთი ფეხბურთელი მოევლინოს სამყაროს“ – ამის შესახებ სერია A-ს YouTube-არხთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიამ განაცხადა.
„ჩემი მხრიდან ამაზე ლაპარაკი ალბათ არასწორი იქნება, მაგრამ ბურთთან ერთად ყოფნა ძალიან მიყვარს. ხანდახან ცოტა ზედმეტი მომდის, მაგრამ ამაზე ვმუშაობ. ყველაფერი გამოსწორებადია, მთავარია, რომ გუნდს გამოვადგე.
დიეგო მარადონას რაც შეეხება, მასთან შედარება ალბათ არცერთ ფეხბურთელის არ შეიძლება. ის იყო ლეგენდა და ალბათ ძალიან რთული იქნება, რომ ასეთი ფეხბურთელი მოევლინოს სამყაროს.
მიხარია, რომ ასეთ ფეხბურთელს მადარებენ, ეს უფრო მეტ პასუხისმგებლობას მაძლევს. სპალეტი ძალიან მაგარი ადამიანი არის, სულ რაღაცას მიხსნის, მასწავლის.
ვატყობ, რომ ძალიან მოვუმატე, ძალიან ბევრი რაღაც ვისწავლე ტაქტიკურად. უფრო მეტი მინდა ვისწავლო მისგან. სულ მეუბნება, რომ მეტი უნდა ვაკეთო და არაფრით არ უნდა დავკმაყოფილდე“, – ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.