ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება

კვარა

„ნაპოლიმ“ შესაძლოა, ხვიჩა კვარაცხელია კვირას, 9 ოქტომბერს „კრემონეზესთან“ მატჩში არ ათამაშოს. 

CalcioNapoli24-ის ცნობით, ჩემპიონთა ლიგაზე „აიაქსთან“ მატჩის შემდეგ ის გასახდელიდან კოჭლობით გამოვიდა და ფეხზე სახვევი ეკეთა. 

 

ქართველი ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე  Corriere Dello Sport-მაც დაწერა. მათი ინფორმაციით, ხვიჩას მდგომარეობა შემაშფოთებელი არაა, თუმცა, ის დამატებით სამედიცინო გამოკვლევას საჭიროებს, სამწვრთნელო შტაბი კი ექიმების დასკვნის შესაბამისად იმოქმედებს.

მათივე თქმით, დიდი შანსია, რომ სერია A-ში  „კრემონეზეს“ წინააღმდეგ ლუჩიანო სპალეტიმ ქართველი შემტევი დაასვენოს, ან სათადარიგო სკამზე დასვას.